png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო "ენერგეტიკული გაერთიანების" სრულუფლებიანი წევრი გახდება

  • საზოგადოება
  • 14.10.2016
  • 17:15
საქართველო "ენერგეტიკული გაერთიანების" სრულუფლებიანი წევრი გახდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი  სარაევოში „ენერგეტიკული გაერთიანების“ ფარგლებში მიმდინარე  მინისტრთა საბჭოს შეხვედრას ესწრება.

აღნიშნული საბჭოს ფარგლებში ხელი ეწერება "ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს". შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველო "ენერგეტიკული გაერთიანების" ოფიციალური და სრულუფლებიანი  წევრი გახდება. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ ხელშეკრულების“ დათქმის შესაბამისად საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართა, რომელიც ნაყოფიერად დასრულდა და მხარეები შეჯერდნენ საერთო პოზიციებზე.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებისათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის. საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას  ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი  ენერგეტიკული სექტორი,  განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს  საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც იმუშავებს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge