png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 18.10.2016
  • 18:06
 დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში  მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა. მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პროექტის (HDM) ფარგლებში ჩატარდა,  რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების განვითარებას და ჰარმონიზაციის ხელშეწყობას.

პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში HDM პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში (ელექტრონული ჯანდაცვა, ინოვაციები, ელკომერცია, ელექტრონული იდენტიფიკაცია და სანდო მომსახურებები,  საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული უნარები, სატელეკომუნიკაციო რეგულაციები და ა.შ.). პროექტში საქართველოდან ასევე აქტიურად არიან ჩართულები  სხვადასხვა უწყებები საკუთარი კომპეტენციების მიხედვით.

ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში, ევროკომისიის მაღალი  დონის წარმომადგენლებთან  ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობდნენ. მინისტერიალი გახსნეს ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა - გიუნტერ ოეტინგერმა, იოჰანეს ჰანმა და რობერო ვიოლამ.

 მინისტერიალის მსვლელობის დროს, თავის გამოსვლაში დავით ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა HDM პროექტის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში და ისაუბრა  ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

მინისტერიალის ბოლოს მონაწილეებმა  მზაობა გამოხატეს ციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი  გაძლიერების საკითხებზე და მიიღეს კონცეფცია, რომელშიც ასახულია აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge