png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 21.10.2016
  • 12:38
შსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

შსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტების (TAIEX) მხარდაჭერით, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „კრიმინალური ქცევის ფსიქო-სოციალური მახასიათებლების როლი დანაშაულის პრევენციის სფეროში“.
კონფერენცია შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ვინსენტ რეიმ გახსნეს. საერთაშორისო კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის ფსიქოლოგიის დარგის სასამართლო ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტებისა და ფსიქოლოგების გამოცდილების გაზიარება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი კვლევების შედეგები წარმოადგინეს და ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა ფსიქოლოგთა როლი საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში, მკვლელობაში დამნაშავე პირის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შემუშავებული ქმედებები, არასრულწლოვანთა დანაშაულის ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორები, ძარცვის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და მათი როლი დანაშაულის პრევენციაში.
კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომელთა წევრები სხვადასხვა ტიპის დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. ასევე, ჩატარდა კვლევები, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ასოცირებულ ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციასა და დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებში მათ გამოყენებაზე.
კონფერენციის მონაწილეები შსს-ს აკადემიასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უცხოელმა ექსპერტებმა შსს-ს აკადემიაში განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცეს და საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე მათგანის დანერგვის სურვილი გამოთქვეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge