png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

  • ეკონომიკა
  • 25.10.2016
  • 13:46
 საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

ქვეყნის წამყვანმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ ხელშეკრულება გააფორმა  ერთწლიანი,  50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის („კლუბის დაფინანსება“) მისაღებად ვაჭრობის დაფინანსებისთვის. აღნიშნული რესურსის გამოყოფა ორგანიზებულ იქნა Citi-ის მიერ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და უზრუნველყოფს  ნაწილობრივ საგარანტიო მხარდაჭერას თავისი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) მეშვეობით.

ეს „საქართველოს ბანკისთვის“ კლუბის მესამე დაფინანსებაა, რომელიც Citi-ს მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვით სინდიკაციის პროცესში. კლუბის წლევანდელი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების განხორციელებას „საქართველოს ბანკის“ ძირითადი კორპორაციული კლიენტებისთვის, გაზრდის სავაჭრო ტრანზაქციების მოცულობას და ღირებულებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკაში. კლუბის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა“ პირველად 2014 წელს მიიღო, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო Citi-ის მიერ IFC-ის სავაჭრო გარანტიის მხარდაჭერით.

„საქართველოს ბანკი, როგორც ვაჭრობის დაფინანსების წამყვანი პროვაიდერი ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების  მიწოდებას“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისივე თქმით: „ახალი დაფინანსება კიდევ უფრო გააძლიერებს „საქართველოს ბანკის“ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და დაგვეხმარება  ჩვენი კორპორაციული კლიენტურის ბაზის  მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებთან მუშაობის საშუალება. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო Citi -სა და IFC-ს მათი უწყვეტი წარმატებული თანამშრომლობისთვის.“

„Citi მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ნაკადის გაძლიერებას და მის დაფინანსებას მსოფლიოს მასშტაბით, ის ასევე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. Citi-ს აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ბაზრის ბევრი მოთამაშე - კლიენტები, პარტნიორი ბანკები და მულტილატერალური სააგენტოები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი სავაჭრო გადაწყვეტების შესამუშავებლად. ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ მივაწოდეთ იდეალური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს“, „კლუბის“ სტრუქტურის მეშვეობით ვაჭრობის დასაფინანსებლად მზარდი თანხების მოზიდვის მიზნით,“ - აღნიშნა Citi-ს სადისტრიბუციო, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების უფროსმა ანურაგ ჩოდჰარიმ.

IFC-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბრუჯისმა განაცხადა: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენადაც ქვეყანა რეგიონის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. Citi-ს და IFC-ის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკის მიერ ვაჭრობის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. ეს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტია ვაჭრობის დაფინანსებაში და ხელს შეუწყობს ძირითადი სასაქონლო ოპერაციების  მომსახურებას და უცხოური ვალუტის გენერაციას. IFC-ი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკთან გრძელვადიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და მიესალმება ამ ბოლო ტრანზაქციას, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის საშუალებით განხორციელდა.”

„საქართველოს ბანკი“ პირველი ქართული ბანკი იყო, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას 2008 წელს შეუერთდა. პროგრამა ახლა 500-ზე მეტ ბანკს აერთიანებს, 150 ქვეყანაში და მისი მეშვეობით გასულ წელს 6 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო მსოფლიოში ვაჭრობის დასაფინანსებლად. IFC-იმ საქართველოს ვაჭრობის სფეროსთვის 300 მლნ. აშშ დოლარზე მეტის მობილიზება განახორციელა GTFP-ის და ვაჭრობის და სასაქონლო ოპერაციების დაფინანსების სხვა პროგრამების საშუალებით.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge