png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 25.10.2016
  • 17:03
 რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

220 ადგილიანი საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.  ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა; გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები; მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი; დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა,  სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.  ასევე, რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს. მშენებლობაზე 154 ადმიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებელია.

კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge