png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

  • სამართალი
  • 26.10.2016
  • 10:57
„ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს „ჯორჯიან მანგანეზი.“ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან“ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს. ბრალდებულმა,  ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge