png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თიბისი გალერეამ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 26.10.2016
  • 11:13
თიბისი გალერეამ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა

თიბისი გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხატვარმა თავად წარადგინა.

ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ქრონოლოგიურად და ჟანრების მიხედვითაა დაყოფილი, კერძოდ, ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია. კატალოგში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ 6-11 წლის ასაკში ფანქრითა და ტუშით შესრულებული ნამუშევრები,  ასევე ილუსტრაციები, რომლებიც ფრანგულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნისთვის“, ასევე, „დათა თუთაშხიასა“ და სხვა ნაწარმოებებისთვის შეიქმნა.

ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, თიბისი გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 10-ზე მეტი ნამუშევარი - გრაფიკული და ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი. ნამუშევრების ნაწილი პირველად გამოიფინა დამთვალიერებლისთვის.

ფეტვიაშვილის მხატვრობა განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევა. ურთულესი ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები ერთი ხელის მოსმითაა შესრულებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზისა და ესკიზის გარეშე, ნებისმიერ ფორმაზე. მხატვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მუშაობს  – ფანქარი,  აკვარელი, ტემპერა, ზეთის საღებავები, ქაღალდი, მუყაო, აბრეშუმი და სხვა.  ბოლო პერიოდის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი  ფერწერა და გრაფიკაა აბრეშუმზე.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო გალერეებსა და კოლექციებში, მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში. მხატვრის ნამუშევრებს პირად კოლექციებში ინახავენ მარგარეტ ტეთჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი, ტონინო გუერა, რიჩარდ მაილსი, ფაბრიციო რომანო და სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. ალბომი ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. კატალოგი საქართველოს მასშტაბით მდებარე წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 27 ოქტომბრამდე (15:00 საათამდე) შეეძლება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge