png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერია ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას იწყებს

  • საზოგადოება
  • 26.10.2016
  • 11:16
თბილისის მერია ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას იწყებს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.

დავით ნარმანიას განცხადებით,  უხვი ნალექის მოსვლისთანავე, „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა მყისიერად იქნა შეშით უზრუნველყოფილი.

„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს,  მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ  შეშით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დღესვე  „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა. 

„საბავშვო  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge