png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა

  • ეკონომიკა
  • 27.10.2016
  • 17:16
 პროექტის დაწყებიდან სამ თვეში სახელმწიფომ 1200-ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზი დააფინანსა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე   1,5-ჰა მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე  მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი  ეკატერინე სისაური ამზომველებს შეხვდა და მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ამ დროისთვის ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია პროექტში ჩართული და სახელმწიფომ უკვე  1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა. „ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს 3 თვის თავზე. ჯამში 100-ზე მეტი ამზომველია ამ პროექტში ჩართული და 1200 -ზე მეტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაფინანსება განახორციელა სახელმწიფომ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დღეს იმართება სამუშაო შეხვედრა საამზომებლო კომპანიებთან, განიხილება არსებული  შედეგები და სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით. ასევე გავაანალიზებთ კონკრეტულ რაიონებში გაწეულ სამუშაოებს და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა  ამ პერიოდის განმავლობაში და საჭიროებს გარკვეულ რეგულაციას. ძალიან ბევრი განაცხადია შემოსული, რომელიც უკვე ელოდება რეგისტრაციის დასრულებას და ამის შემდეგ დაექვემდებარება  სუფსიდირებას“ - განახადა ეკატერინე სისაურმა.

ეკატერინე სისაურმა მედიის წარმომადგენლებთან ის პროცედურებიც განმარტა, რომელიც დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს მიწის რეგისტრაციისთისვის. ამისთვის მან უნდა მიმართოს შესაბამის ამზომველ სააგენტოს, აზომვითი ნახაზები წარუდგინოს საჯარო რეესტრს და თან იქონიოს საჭირო დოკუმენტაცია:

ა) ამზომველთან გაფორმებული შესაბამის ხელშეკრულება;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი;

გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველი დოკუმენტი (ინვოისი);

დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის მიმართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის  შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას.

,,კანონმდებლობით, სერტიფიცირებული ამზომველის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი სავალდებულო არ არის, თუმცა აღნიშნული  პროცესი უკვე დაწყებულია. არსებობენ კერძო უწყებები, რომლებიც ამ საამზომველო კომპანიების სერტიფიცირებას ახდენენ. ასევე არის იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მოგვარებას.    საამზომველო კომპანიას, რომელსაც სურს სერტიფიკატის მიღება, შეუძლია თავის წარმომადგენელთან ერთად მივიდეს,  გაიაროს სასწავლო კურსი, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს. არის ძირითადი, ანუ საწყისი კურსი,  ასევე ზოგადი კურსი, რომელიც  ამზომველს საკითხის წინაპირობას უქმნის და  აძლევს შესაბამისი ცოდნას და კურსი, სადაც მსურველს  შეუძლია მივიდეს, პირდაპირ გამოცდა ჩააბაროს და მიიღოს სერტიფიკატი. თუმცა, ჯერჯერობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს მხრიდან სერტიფიცირებული ამზომველების შესახებ სავალდებულო მოთხოვნა არ დგას“ - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge