png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი აბაშიშვილი "წინანდლის პრემიის" ნომინანტებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 27.10.2016
  • 18:04
 გიორგი აბაშიშვილი "წინანდლის პრემიის" ნომინანტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსი  გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლეში "წინანდლის პრემიის" ნომინანტებს  და „ზურაბ ჟვანიას ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

"წინანდლის პრემია" საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და მას შემდეგ, ყოველწლიური კონკურსი, რომელიც 1999 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წახალისებას ისახავს,  საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსის არსებობა, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ განვითარების მეტი სტიმული და საშუალება საკუთარი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით გამოაჩინონ.

უკვე მესამე წელია საქართველოს პრეზიდენტი ეხმარება ახალგაზრდა შემოქმედებს, ხელოვანებსა და მეცნიერებს.

უკვე 16 ახალგაზრდა დავაჯილდოვეთ და წელსაც 8 გამარჯვებული შეემატება მათ რიგებს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ნინო ჟვანიამ, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა,  მადლობა გადაუხადა გიორგი აბაშიშვილს „ზურაბ ჟვანიას ფონდის“ დახმარებისათვის და "წინანდლის პრემიის" მხარდაჭერისათვის.

"წინანდლის პრემია" გადაეცემა 18-30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, თეატრალურ ხელოვნებაში, კინოხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge