png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააკაშვილი: ვერ შევეგუებით ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას

  • პოლიტიკა
  • 28.10.2016
  • 10:03
სააკაშვილი: ვერ შევეგუებით ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას

,,გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა განხეთქილება ინტრიგები მას ეს არ გამოუვა,“- აცხადებს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ შეწყვიტოს ბრძოლა და მივიდეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად.

”უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები, უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში. უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური საქმიანობის, პროტესტის, აზრების გამოხატვის ყველა მშვიდობიანი ფორმა. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას. საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა, ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ, მათ შორის მეორე ტურის არჩევნებზე, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ უნდა ვუთხრათ ასევე მათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, რომელთაც მათ ხმა მისცეს, ამაზე წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ, მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და ვფიქრობ, მეორე ტური არის ასევე ამ ამომრჩევლისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge