png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს განსაკუთრებული კატეგორიის დევნილები მიიღებენ

  • საზოგადოება
  • 28.10.2016
  • 13:43
 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს განსაკუთრებული კატეგორიის დევნილები მიიღებენ

ხეხილის გაშენების, კურდღლების მოშენების, სასაქონლე მეურნეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდასაჭერად, 700 დევნილ ოჯახს ფინანსური დახმარებაგაეწევა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა და განსახლების სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრო 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს ევროკავშირისგან. აღნიშნული რესურსი უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებიან: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

შემოტანილი განაცხადისა და საბუთების განხილვის საფუძველზე, 700 დევნილი ოჯახი ინდივიდუალურ დახმარებას 2500 ლარის ოდენობით მიიღებს.ჯგუფური განაცხადების შემოტანის შემთხვევაში კი, დაფინანსება 5000 ლარი იქნება. ჯგუფური განაცხადის გაკეთება მინიმუმ სამ დევნილს შეუძლია, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში. გრანტის თანადამფინანსებლები ბენეფიციარები თავად იქნებიან.

პროექტსFAO დევნილთა სამინისტროს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს.

„მოხარულები ვართ, რომ ამმნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა, „ჩვენ უკვე გვაქვს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება.პროექტის ფარგლებში, რომელიც 2012-2015 წლებში განვახორციელეთ, 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება“.

განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დასრულდა, შემდგომი ეტაპი ნოემბრის თვიდან დაიწყება.

პროექტით დაინტერესებულ დევნილებს განაცხადების გაკეთება შეუძლიათ 4 ოქტომბრიდან სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა ). ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში (აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ზუგდიდი, ხუბულავას N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. გორი, შმაგის ქ. N1).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge