png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ცესკო: პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

  • პოლიტიკა
  • 30.10.2016
  • 10:20
ცესკო: პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.

„პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება. ასევე ლაგოდეხსა და სენაკში იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები”, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

“დღეს ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის გაიხსნა დილის 8 საათზე და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. არჩევნები საერთო ჯამში ტარდება 2229 უბანზე და მათგან 9 არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში არის 2 478 042.  ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ისინი მიიღებენ ერთ ბიულეტენს. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტინის გარდა, ასევე მიიღებენ მეორე ბიულეტენს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის. ასევე იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც იმართება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს”, - განაცხადა მიქელაძემ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge