png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სამართლიანი არჩევნები პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

  • პოლიტიკა
  • 31.10.2016
  • 12:49
სამართლიანი არჩევნები  პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

სამართლიანი არჩევნები 50 საარჩევნო ოლქში პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია საარჩევნო პროცესს 50ოვე მაჟორიტარულ ოლქში აკვირდებოდა. მათი რაოდენობა 700-მდე დამკვირვებლისგან შედგებოდა. 

მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნების დაკვირვების შედეგად, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის, ზოგ უბანზე - ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობას, შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება-გადასწორების ცალკეულ შემთხვევებს, ბიულეტენების ფარულობის დარღვევის მასშტაბურ შემთხვევას ერთ საარჩევნო უბანზე. 

ამ ეტაპისთვის, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციას დაყენებული აქვს საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ერთი საარჩევნო უბნის ბათილობის საკითხი.

"ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენდა ცალკეულ საყურადღებო შემთხვევებს, თუმცა, მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ვერ მოახდენდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენას,"-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 37.6% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9 %) შეადგინა, რაც პირველ ტურთან  შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა  52.9% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9%) იყო.

საარჩევნო უბნების 99.8%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად ახლოს არის პირველი ტურის მონაცემთან (97.9%).

ხმის დათვლის პროცესში, არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.9%).

საარჩევნო უბნების 0.7%-ზე ხმების დათვლისას უბანზე მყოფ დამკვირვებლებს არ მიეცათ თითოეულ ბიულეტენში ასახული ინფორმაციის დანახვის შესაძლებლობა.

საარჩევნო უბნების 89.2%-ზე იმყოფებოდნენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ხოლო უბნების 79.9%-ზე - ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. არჩევნების პირველ ტურზე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 89.1%-ზე,  ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები - 87.6%ზე. 

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები კი ასეთია: 

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი

  • #41 თამაზ ნავერიანი -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 72.27%
  • #5 აკმამედ იმამკულიევი -ნაციონალური მოძრაობა - 27.73%

ახალციხე-ადიგენის #44 მაჟორიტარული ოლქი

  • #41 გიორგი კოპაძე-ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 69.83%
  • #5 ვაჟა ჩიტაშვილი -ნაციონალური მოძრაობა - 30.17%

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი

  • #41 კობა ნარჩემაშვილი -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 67.33%
  • #5 გიორგი წერეთელი -ნაციონალური მოძრაობა- 32.67%

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი

  • #41 ედიშერ თოლორაია -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 71.09%
  • #5 სანდრა ელისაბედ რულოვსი  -ნაციონალური მოძრაობა- 28.91 %

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge