png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

,,დღის შოუ” განმარტებას აკეთებს - ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში, გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით

  • საზოგადოება
  • 01.11.2016
  • 12:11
,,დღის შოუ” განმარტებას აკეთებს - ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში, გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” ეთერში რამდენიმე თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბავშვი ყურის გახვრეტის პროცესში ტიროდა. ფეისბუკმომხმარებლებმა გადაცემის დახურვაც კი მოითხოვეს. აღნიშნულ ფაქტს, ,,დღის შოუ” სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

,,დღევანდელი „მშობელთა კრების„ ერთერთმა თემამ, „ როგორ გავუხვრიტოთ ბავშვს ყური და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ„ , ჩვენი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რადგან პროცედურის დაწყებამდე ბავშვმა იტირა.

გვსურს გაცნობოთ, რომ ბავშვის ტირილი, ზოგადად, ჩვენც „ დღის შოუს „ პროდიუსერებსა და წამყვანებს , გვაშფოთებს და გვანერვიულებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურის გახვრეტა გამოცდილი სპეციალისტების მიერ, ყველა წესის დაცვით მოხდა.
ამასთან, თავად ბავშვის მშობელი თანახმა იყო პროცედურა პირდაპირ ეთერში ჩატარებულიყო და განმარტა, რომ ბავშვის ტირილი პირდაპირ ეთერში გამოწვეული იყო ძილის პერიოდის დადგომით. თავად პროცედურა კი აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
„დღის შოუს“ ამ კონკრეტულ გადაცემაში სწორედ იმის ჩვენება გვსურდა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა და პასუხი გაგვეცა იმ დედებისთვის, რომლებიც გამუდმებით გვწერენ, მიზანშეწონილია თუ არა ჩვილისთვის ყურის გახვრეტა. ამ დემონსტრირებით, გვსურს მათ თავად გადაწყვიტონ, გაუხვრეტენ თუ არა საკუთარ შვილებს ყურს ადრეულ ასაკში.
აქვე გაცნობებთ, რომ პროცედურის შემდეგ, პატარა ნატალიმ შეწყვიტა ტირილი (რაც ეთერშიც ჩანდა ), მიირთვა და მშვიდად დაიძინა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge