png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზურაბ პატარაძე სეტყვით გამოწვეულ შედეგებს ადგილზე გაეცნო

  • საზოგადოება
  • 02.11.2016
  • 17:26
ზურაბ პატარაძე სეტყვით გამოწვეულ შედეგებს ადგილზე გაეცნო

2 ნოემბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეების ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მეციტრუსე ხუსეინ წულუკიძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა. ზურაბ პატარაძე ფერმერს არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, სეტყვა ღამით რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზუალური აღქმით შეუძლებელია მიყენებული ზიანის დათვლა.

"რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს. ამისათვის ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალური სამსახურები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია."

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს დაწყებული აქვთ რეგიონში სეტყვის შედეგების შესწავლა. სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ციტრუსის დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევული ციტრუსოვანთა ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს.

მნიშვენლოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი შემდეგ ნომერზე - 1501, ასევე ცხელი ხაზი მუშაობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროში - 577 30 29 93, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge