png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 04.11.2016
  • 16:53
ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს რკინიგზა" ვერ ჩაერევა მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.

"განვმარტავთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან აკავშირებს საკონტრაქტო ურთიერთობა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია (ავსტიულ გერმანული) ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ  პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე. ვინაიდან რკინიგზა არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. ისევე როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიის შემთხვევაშიც, იგი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში.

ჩვენ ვცდილობთ, დარეგულირდეს საკითხი და ნორმალურ პირობებში წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები და მოვუწოდებთ მხარეებს მიღოონ შესაბამისი ზომები სიტუაციის განმუხტვისათვის.

რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ - ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. საკითხის გარკვევაში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება, დარწმუნებული ვართ რომ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზებს",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge