png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ

  • ეკონომიკა
  • 07.11.2016
  • 11:45
თიბისი ბანკის პერსონალურ მომსახურებას მსოფლიოს საბანკო ანალიტიკოსები საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ

თიბისი ბანკი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პერსონალური მომსახურების მსოფლიო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ეს სტატუსი თიბისი ბანკის პირად მომსახურებას მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) მიანიჭეს.

სამი წელია, რაც საქართველო, როგორც ქვეყანა ამ ჟურნალების მიერ ორგანიზებულ საბანკო დაჯილდოებას დაემატა და მას შემდეგ საუკეთესო პირადი მომსახურებისათვის თიბისი ბანკი იმარჯვებს. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 220 ბანკირი ესწრებოდა მსოფლიოს მასშტაბით. სულ რეგიონებისა და ქვეყნების კატეგორიებში 81 ჯილდო გაიცა. 

წელს ეს უკვე მეორე ჯილდოა თიბისი ბანკისათვის საუკეთესო პერსონალური მომსახურების  კატეგორიაში.  კიდევ ერთი ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, Global Finance-ის ჯილდოც თიბისი ბანკს ერგო, როგორც საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკს საქართველოში.

„საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  

„თიბისი ბანკს აქვს  მომსახურების მრავალფეროვანი მოდელები, როგორც დიზაინის, ისე კონცეფციის მხრივ. ჰყავს საუკეთესო მომსახურე მენეჯერები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლითაც ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე. ჯილდო  თიბისი ბანკმა  პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში  ბაზარზე წარმატებული  გაფართოებისთვის მოიპოვა,“ - განაცხადა PWM-ის რედაქტორმა, იური ბენდერმა.

მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური  ჟურნალების, „The Banker’’, „Professional Wealth Management“ (PWM)  და “Global Finance” ჯილდო ყოველწლიურია და ის იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. გამარჯვებულებს სპეციალური კომისია რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით არჩევს. ეს არის ბაზრის კვლევა, ინდუსტრიის ანალიტიკოსების, მმართველებისა და მომხმარებლების შეფასებები.

თიბისი ბანკის გარდა, საუკეთესო პერსონალური მომსახურების მქონე ბანკებად დასახელდა ისეთი ავტორიტეტული ბანკები, როგორებიცაა UBS, Citi, JP morgan. BNY Mellon, Société Générale, BNP Paribas, Barclays და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge