png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი

  • საზოგადოება
  • 08.11.2016
  • 16:32
ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ  ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს 10.47 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან იწყება,   ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებს (ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი) გაივლის და  სოფელ ცუცხვათთან მთავრდება. აღნიშნულ გზას  ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მივყავართ, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია და თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების და მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ზღუდარები და მიმმართველი ბოძკინტები. გზის სავალი ნაწილი  მოინიშნება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 999 170.34 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge