png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

  • საზოგადოება
  • 08.11.2016
  • 17:00
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ განაცხადა, პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს. 
”პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს და ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილნი ამ დელეგაციაში. ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა, რომელიც მოგვიწყვეს. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ხვალ ალბათ კიდევ დამატებით მივიღებთ ინფორმაციას ევროპული სტრუქტურებიდან”, - განაცხადა მეუფემ. 
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ კი აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რთულ ვითარებას, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიმართულებით დღეს არსებობს. 
”ვისაუბრეთ დევნილთა რაოდენობაზე და გზებზე როგორ შეიძლება ამ ყოველივეს დაძლევა. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს, მის განვითარებას და ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთან”, - განაცხადა მეუფემ. 
ჯეიმს აპატურაის თქმით კი, სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან.
”ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. დეტალურად ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო- საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში”, - აღნიშნა აპატურაიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge