png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 09.11.2016
  • 15:45
ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნება

10 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე იტალიურ ბიბლიოთეკას გახსნიან. ბიბლიოთეკის გახსნამდე (11:30 საათზე) პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ და მეორე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას იტალიის რესპუბლიკის საელჩომ ელჩის, ანტონიო ბარტოლის, ინიციატივით ხუთი ათასამდე წიგნი  გადასცა. მათ შორისაა თანამედროვე იტალიური ლიტერატურა და იტალიის შესახებ ალბომების უნიკალური კოლექცია. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონის, შემდგენელ სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა სწორედ ამ წიგნადი ფონდის საფუძველზე შეიქმნა.

იტალიური ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მდებარე "ლიბერთი დარბაზში" განთავსდა. ავეჯითა და სხვა ინვენტარით ბიბლიოთეკის აღჭურვა იტალიის საელჩომ უზრუნველყო. მკითხველებს იტალიური ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა წიგნების აღწერისა და ბიბლიოთეკის დაკომპლექტების პროცესის დასრულებისთანავე ექნებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge