png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მიიღო მონაწილეობა

  • საზოგადოება
  • 17.11.2016
  • 13:35
ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მრგვალიმაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)"ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ამ პრობლემებზე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურები რეფორმების პროცესში იმყოფებიან და ბევრი საკითხი კვლავაც გასაუმჯობესებელია, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს თავისწლიურ გამოსვლებში.

ანა დოლიზის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება, გაიზარდოს კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, დამკვიდრდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების კულტურა.

„ჩვენ ისეთი ისტორიიდან და წარსულიდან მოვდივართ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ხშირად რეპრესიულიმექანიზმის როლი.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯების განხორციელება, რომლებიც, პირიქით, სამართალდამცავორგანოებს გახდის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად.

რეფორმები მიმდინარეობს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ასევე, დახვეწა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურები. 

მაგრამ, კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი. გარკვეული მექანიზმებია შესამუშავებელი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების კულტურა, უფრო დაწვრილებით გაიწეროს მინისტრების და მათი მოადგილეების უფლება-მოვალეობები და მოხდეს გარკვეული უფლებადაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge