png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეები იან კელიმ მიიღო

  • საზოგადოება
  • 17.11.2016
  • 16:31
მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეები იან კელიმ მიიღო

16 ნოემბერს, თბილისში, აშშ-ს საელჩოში, მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის გამარჯვებულთა წარდგენა და პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელიც დაესწრო. ღონისძიება პირდაპირ ეთერის მეშევობით გადაიცემოდა საქართველოს 8 ქალაქში, სადაც „ამერიკის კუთხეებია“ გახსნილი. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრეზენტაციის ტრანსლაციას და გაცნობოდნენ ასევე ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამას.

საელჩოში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა პირადად წარუდგინეს საკუთარი პროექტები ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ შარლოტის ინვესტორების ჯგუფს, რომლებიც პირდაპირი ეთერის მეშვეობით ეცნობოდნენ წარმატებულ სტარტაპებს. ჯამში 6 გამარჯვებული პროექტი წარსდგა აუდიტორიის წინაშე, რომლებმაც მაღალი შეფასება მიიღეს უცხოელი ინვესტორებისგან.

პრეზენტაცია „Yes Georgia“-ს პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ, რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ მიერ ორგანიზაცია ’PH International-თან თანამშრომლობით და ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის მიერ.

„Yes Georgia“ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. სამ წლიანი პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდა 200-მდე ახალგაზრდის სწავლება და მათ მიერ ბიზნეს პროექტების შემუშავება. პროექტის პირველ ფაზაში კრისტალი ახალგაზრდა მეწარმეების 12 საუკეთესო ბიზნეს-პროექტს საწყისი კაპიტალით აფინანსებს.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაცია მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 14-20 ნოემბერს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება. მეწარმეობის კვირეულის მიზანია გააჩინოს ადამიანებში მეწარმეობის სურვილი და დააკავშიროს ისინი პოტენციურ პარტნიორებს და ინვესტორებს. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge