png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მმართველი გუნდის დეფექტს - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 18.11.2016
  • 17:16
 ირაკლი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მმართველი გუნდის დეფექტს - ნიკა მელია

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე წარმოაჩენს მმართველი გუნდის დეფექტს.

”ბატონი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოაჩენს იმ დეფექტს თქვენი გუნდის, რომელზეც მე ვსაუბრობდი გამოსვლისას. თქვენს რიგებშიც კი, ბატონი კობახიძე გამოირჩეოდა ყველაზე დიდი აგრესიულობით, ცდილობდა ურცხვად ყველა ოპონენტზე უზნეო და ამორალური იარლიყების მიკერებას. ის იყო საზოგადოების არა შერიგების, არამედ დაშორების აგრესიული რუპორი. ეს ადამიანი უნდა აირჩიოთ იმ ორგანოს თავმჯდომარედ სადაც საპირისპირო უნდა ხდებოდეს. აქ უნდა ხდებოდეს აზრების გაცვლა-გამოცვლა, შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა. საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე უაღრესად გამოუცდელი ადამიანია, საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე, საქმე იმაში კი არ არის რომ საარაკო ტყუილებზე ბოდიშს არ მოიხდის, საქმე იმაშია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და ხელმძღვანელი არის ფიქციად წოდებული და სამწუხაროდ, ამ გაგრძელებას ექნება ადგილი პარლამენტის ამ დარბაზებში. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ როდესაც გადახედავთ ერთმანეთს და დაინახავთ, რომ თქვენ ხართ ბევრი, არ დაიჯეროთ, რომ თქვენ ამდენივე ხართ გარეთ. არ დაივიწყოთ ის რომ, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც კი არ დაგიჭირათ მხარი”, - განაცხადა მელიამ.  მისივე თქმით, ”ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი პრობლემები ელოდება წინ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge