png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გამოდით და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2" - ნიკა გვარამია

  • საზოგადოება
  • 21.11.2016
  • 13:26
გამოდით და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2" - ნიკა გვარამია

გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2". ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს წყდება სამი მოსამართლის პირადი და კარიერული ბედი, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ, საქართველო როგორ გზას აირჩევს. ირჩევა რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში“,  - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რომელიც მთლიანად მართავს პროცესებს.

„დღეს წყდება ხელისუფლების ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“ იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. ამის პირობას ჩვენ არ გაძლევთ. ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ სარედაქციო პოლიტიკას, ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა, ჩვენ ამგვარად გამოვხატავთ მაყურებლის ინტერესს. ასეა უკეთესი ყველა ჩვენგანის შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-შუ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისა, რასაც აკეთებენ, ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ.

„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ტელემაყურებელს, მხარდამჭერს და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის მომავლის მიმართ - დაიცავით „რუსთავი 2“. თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება, არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება, საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი და შვილების მომავალი, ისე როგორც ეს ბედნიერება გაქვთ დღეს. გამოდით, ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“. ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ეს დღეს ისე შედის თქვენს შესაძლებლობებში, როგორც არასდროს აქამდე. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. დღე, რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. "რუსთავი 2" არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, აქვს კეთილგონიერების იმედი იმ ადამიანების, ვინც გადაყვწვეტილებას მიიღებს სასამართლოში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge