png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სტაჟიორთა პროგრამა თბილისის არქიტექტურის სამსახურში

  • პოლიტიკა
  • 21.11.2016
  • 14:15
სტაჟიორთა პროგრამა თბილისის არქიტექტურის სამსახურში

თბილისის  არქიტექტურის სამსახურში,  კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად  დაესწრო.

პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

„ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ  მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა  ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი  2016 წლის 15 სექტემბერს  გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140  კანდიდატის განაცხადი განიხილა,  გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge