png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება

  • პოლიტიკა
  • 24.11.2016
  • 18:24
გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი მედიას დღეს წარუდგინა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წუთით არ დაუშვათ, რომ რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე ვაკანტური თანამდებობა სწრაფად იქნას შევსებული და დაკავებული", - აღნიშნა მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე კანდიდატების წარდგენისას გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად განიხილა აღნიშნული კანდიდატურები, რის შემდეგაც მათი პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით - ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები ფინანსების და ეკონომიკის სფეროში, უნდა იყვნენ თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და აცნობიერებდნენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრობის ვადა დეკემბერში ეწურება. მურთაზ კიკორია დღემდე „საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი, „საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა. რაც შეეხება რობერტ სინგლეტარს, იგი 2002- 2008 წლებში ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების დირექტორად მუშაობდა - 3 წელი მაკედონიის ფინანსური სექტორის პროექტში, 5 წელი კი, სომხეთის ფინანსური სექტორის პროექტში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge