png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს - მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე

  • პოლიტიკა
  • 30.11.2016
  • 09:50
უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს - მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე

“ჩვენ სრულად აღვიქვავთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”.

კონფერენცია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინო საქმეთა კომიტეტის წევრის მარია გაბრიელის ინიციატივით ჩატარადა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, ევროკომისიის და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, რომელიც პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც ძალზედ ეფექტური და მდგრადი. “საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 70-მდე დადგენილება, ინსტრუქცია და წესდება, 8 სტრატეგია; რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია. ეს ტრანსფორმაცია უდავოდ ბრწყინვალე მაგალითია ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკისა, რომელიც ერწყმის საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების ასევე წარმატებულ შიდა პოლიტიკას”-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებობები საქართველოსთვის, თუმცა ეს პროცესი ვერ იქნება ეფექტური, თუ ქართველ მეწარმეებს არ მიეცემათ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის სივრცეში და გაიცნონ იქ არსებული ბიზნეს შესაძლებლობები. მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას.

„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა პრემიერ მინისტრის ვიზიტზე ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ასოცირების საბჭო და განხილული იქნება ასოცირების ახალი დღის წესრი 2017-2020 წწ., რომელიც მინისტრის განცხადებით არის ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ევროპულ სახელმწიფოთა სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge