png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის გეზს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია

  • პოლიტიკა
  • 07.12.2016
  • 11:19
 თბილისის გეზს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია

5 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის  გაფორმების ეკონომიკურ ზონას (გეზ) ,,თბილისი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე,  საიმონ ლიმაჟი ეწვია. მაღალი რანგის სტუმარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებას კურირებს. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი საქართველოში მონიკა დორადო.

გეზი თბილისში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს, საქართველოს საბაჟო სისტემაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტროლის, საბაჟო რისკების მართვის, საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებათა შორის თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს გეზის ტერიტორია, სადაც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და გაფორმების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს არსებული მდგომარეობა, გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი, აგრეთვე სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ზემოაღნიშნული უწყებებს შორის ერთობლივი საქმიანობის შემდგომი დახვეწისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge