png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი გახსნა

  • პოლიტიკა
  • 15.12.2016
  • 17:25
თბილისის მერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი გახსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სემინარის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საჯარო ადმინისტრირების რეფორმა და დეცენტრალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. სემინარზე, ასევე, ისაუბრეს 2030 წელს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლსა და ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული სემინარი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობები საერთო გამოწვევებსა და მათზე რეაგირების საკითხებზე ვმსჯელობთ.   ასევე, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების გზაზე იმ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც ბევრმა ევროპულმა, წარმატებულმა ქვეყანამ უკვე გაიარა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას, საქართველოს გარდა, დელეგაციები უკრაინიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან ესწრებოდნენ.

სემინარზე დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის დაძმობილებული ქალაქ ნანტის დელეგაციაც იყო მოწვეული. დელეგაციის წევრებმა თბილისის მერს დავით ნარმანიას, ნანტის მერის ჯოანა როლანის ნება გადასცეს, რათა წელს დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. კერძოდ, მოეწყოს ნანტი-ზაარბრიუკენი-თბილისის სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში დაგეგმილი პროექტი „საზაფხულო უნივერსიტეტი“. პროექტში მონაწილეობას სამივე ქალაქის ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიაში, ციფრული ტექნოლოგიების შესახებ სემინარებსა და პრეზენტაციებს მოისმენენ.

აღმოსავლოეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ეროვნული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge