png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიშა მესხი: სოფო ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა

  • ეს საინტერესოა
  • 05.01.2017
  • 11:50
მიშა მესხი: სოფო ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა

მომღერალ სოფო ბედიას პოლიტიკოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცოლის გამო ქეიფზე უარის თქმა უწევს, რადგან ამ დროს ყოველთვის საყვარელი ქალის გვერდით, მის კონცერტებზეა. 2 იანვრიდან ძველით ახალ წლამდე კი ყველა დღე მისია და კარგადაც მოილხენს ხოლმე.
წყვილის ქორწინება ორ წელს ითვლის. 2017 წლისგან ნანატრი შვილის იმედი და მოლოდინი აქვთ. სოფომ და მიშამ ახალი წლის საოჯახო ტრადიციებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს. 

ერთმანეთის ჩაცმულობას აკონტროლებთ?
სოფო:
მიშა ჩემს ჩაცმულობაში ნაკლებად ერევა. ერთადერთი, რაც არ მოსწონს, ღრმა დეკოლტეა, არადა ვგიჟდები! უარის თქმა არ მომიწია, თუმცა სიღრმეები ცოტა ამოვავსე. სხვათა შორის, საჩუქრად კაბებიც მოაქვს და ისეთი, რომ ყოველთვის მერგება.
მიშა:
არც სოფო ერევა ჩემს ჩაცმულობაში. რასაც ვყიდულობ, ყველაფერი მოსწონს. მეც ყველაფერი მომწონს მის ტანზე, ღრმა დეკოლტეს გარდა!

სრული ბედნიერებისთვის რა სჭირდება თქვენს წყვილს?
მიშა: სრული ბედნიერებისთვის ჩვენი პატარა გვჭირდება და იმედია, 2017 წელს გვეყოლება. შეკითხვებზე პასუხებითაც დავიღალე. ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ პრობლემა გვაქვს და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა. სოფო ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა. ღვთის წყალობით, გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბევრი შვილი გვეყოლება.
სოფო: ჩვენი მთავარი მიზანია, პატარა გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, ღმერთი გადმოგვხედავს და გვეყოლება.

ჟურნალი "სარკე"

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge