png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 09.01.2017
  • 12:04
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთადგანაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისგაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე,არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.

აღინიშნა, რომ წელს საქართველო - ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი  უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.

შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

აღინიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი,სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, რომელსაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობითა დაინტეგრაციით.

დღესდღეობით მოქმედებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, თავისუფალივაჭრობის რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმი (GSP) აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან, ისტორიული მნიშვნელობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთთან.

ამ ყველაფრის გათვალისწილებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცააგანახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუვენ რივლინის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტისმრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge