png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

წიკლაური: ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა

  • პოლიტიკა
  • 12.01.2017
  • 11:13
წიკლაური: ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა

ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა - მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, - აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური.

წიკლაური, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოცვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს, ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს.

”ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა - მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, დანაწევრება და დანგრევა. მან ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება. დღეს განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს ”ნაციონალურ მოძრაობას”; თუმცა, ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ოცნებაში გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, გირჩებმა, ვაშაძემ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან ”ნაციონალური მოძრაობა” არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი”, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

მისივე თქმით, დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიდის ჯგუფი, რომლის ლიდერები იმეორებენ ივანიშვილის სიტყვებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დანგრეულია. 

”ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, იმდენი პოლიტიკური სიმამაცეც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის ყრილობაზე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის კაბინეტური მმართველობის და კარჩაკეტილობის დასასრული. ”ნაციონალური მოძრაობა” უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის”, აღნიშნა წიკლაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge