png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნიკა მელია გიგა ბოკერიას კავშირს ბიძინა ივანიშვილთან, კატეგორიულად გამორიცხავს

  • პოლიტიკა
  • 12.01.2017
  • 12:44
ნიკა მელია გიგა ბოკერიას კავშირს ბიძინა ივანიშვილთან, კატეგორიულად გამორიცხავს

ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის“ 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშნწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რაიმენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ არ მიუცია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, ივანიშვილის დასამარცხებლად, საუკეთესო პლაცდარმი სწორედ, ენმ-ის მრავალათასიანი ყრილობა იქნებოდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უბრალოდ ძილს უფრთხობს ბიძინა ივანიშვილს და მის არაფორმალურ მმართველობას. 

,,ყველაზე საუკეთესო პლაცდარმი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰყავს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი და ეს არის საუკეთესო საშუალება ებრძოლო ამ პარტიის ფარგლებში ივანიშვილს. როდესაც გადიხარ ერთი პატარა ჯგუფი და იძახი - იცით რა, მე მზად ვარ ვებრძოლო ივანიშვილს, ჩემი აზრით, ეს არის ფუჭი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს. მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა „გირჩებში“ და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს. პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?!“, - განაცხადა მელიამ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge