png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს დავით ბაქრაძე წარმოადგენს

  • პოლიტიკა
  • 20.01.2017
  • 16:21
 დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს დავით ბაქრაძე წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ღონისძიებებზე ქვეყანას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე წარმოადგენს. 
დღეს, ქალაქ ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 58-ე ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართება, რომელიც ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებებს ითვალისწინებს. 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სახელმწიფოები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დონეზე წარდგებიან. ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში. 
საქართველოს ელჩი, აშშ-ში აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად, დაესწრება 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის დარბაზში. 
სადღესასწაულო ღონისძიება გაგრძელდება თეთრი სახლის წინ გამართული საინაუგურაციო აღლუმით, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პოდიუმიდან დააკვირდებიან. 
დღის ბოლოს, საქართველოს ელჩი ასევე ეწვევა ოფიციალურ საინაუგურაციო მიღებას. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც მონაწილეობა მიიღეს არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
საქართველოს ელჩი 21 იანვარს ასევე დაესწრება ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ სპეციალურ წირვას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge