png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დაბრაწულმა კარტოფილმა და ტოსტმა შესაძლოა კიბო გამოიწვიოს

  • ეს საინტერესოა
  • 23.01.2017
  • 10:28
დაბრაწულმა კარტოფილმა და ტოსტმა შესაძლოა კიბო გამოიწვიოს

დიდი ბრიტანეთის საკვები პროდუქტების სტანდარტების სააგენტოს (FSA ) ექსპერტები აცხადებენ, რომ პური და კარტოფილი მანამდე უნდა შეიწვას, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება, და არა გაყავისფრებამდე, რათა თავიდან ავიცილოთ აკრილამიდის წარმოქმნა, რომელიც კიბოს გამომწვევია.

აკრილამიდი იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც სახამებლის შემცველი პროდუქტები ტოსტერში, ტაფაზე ან გრილზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალ ტემპერატურაზე იწვება.

აკრილამიდის გაცილებით მაღალი დონე დაფიქსირდა სახამებლის შემცველ პროდუქტებში (პური, კარტოფილი, ფაფები, ნამცხვარი, ყავა), რომელიც 120 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე მზადდებოდა.

მეცნიერების თქმით, ტოსტერში შემწვარი პური რაც უფრო ყავისფერია, მით უფრო მაღალია მასში აკრილამიდის დონე.

ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემდეგ დადგინდა, რომ აკრილამიდი აზიანებს დნმ-ს და იწვევს სიმსივნეს, თუმცა მეცნიერებს ჯერ დარწმუნებით იმის თქმა არ შეუძლიათ, ანალოგიურად ზემოქმედებს თუა არა ადამიანებზე ეს ნივთიერება.

ამასთან FSA-ს სპეციალისტები შიშობენ, რომ თანამედროვე ადამიანი საშუალოდ ზედმეტად დიდი რაოდენობით აკრილამიდს იღებს და ურჩევენ მათ მიმართონ ჯანსაღ დიეტას.

აკრილამიდს ასევე შეიცავს თამბაქოს კვამლი, ამიტომ არამწეველებთან შედარებით მწეველები მას 3-4-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარენ.

მეცნიერთა რჩევით ასევე დაუშვებელია კარტოფილის მაცივარში შენახვა, რადგან დაბალ ტემპერატურაზე მასში წარმოიქმნება შაქრის მაღალი დონე, რამაც შესაძლოა კერძის დამზადების დროს აკრილამიდის გამოყოფის ზრდა გამოიწვიოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge