png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება

  • პოლიტიკა
  • 27.01.2017
  • 17:47
 სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი“ ფუძნდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერამდე, კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება.

პროექტი, წინანდალში, მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან, რომლებიც, ამავდროულად,  ფესტივალის საკონცერტო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, მსოფლიოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, ისე - რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი  და „ვერბიეს“ ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი დაესწრნენ, რომლებიც „წინანდლის ფესტივალის“ იდეის თანაავტორებიც არიან.  

მათი შეფასებით, პროექტს აქვს უდიდესი პოტენციალი, წინანდალი კლასიკური მუსიკის რეგიონულ ცენტრად აქციოს.

„წინანდლის კულტურული ცენტრის შექმნა ასევე მოიცავს ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მისცემს შესაძლებლობას, ერთად დაუკრან. ეს იქნება მშვიდობის გზავნილი. მე, როგორც „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დირექტორს, რომლის დაარსების 24 წლისთავს წელს ვზეიმობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ მუსიკალურ ფესტივალში ინვესტირება ხელს უწყობს ფუნქციური ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარტინ ენგსტრომმა.

მუსიკალური ფესტივალისა და აკადემიის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, სახელოვნებო, ისე - ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით - მიიჩნევს ისრაელის სიმფონიური ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი.

„წინანდლის ფესტივალი“ 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge