png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ლოცვის გარდა არაფერი დამრჩენია! უფალო შენ დაიფარე ჩვენი უღირსი ერი" - ანიტა რაჭველიშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 31.01.2017
  • 10:04
„ლოცვის გარდა არაფერი დამრჩენია! უფალო შენ დაიფარე ჩვენი უღირსი ერი" - ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„აუცილებლად პირდაპირ თქვენ უნდა შეგეხოთ უსამართლობა, რომ ადგეთ და აქციაზემოხვიდეთ?! 26 წლის გოგოს სიცოცხლე ამაზრზენმა მთვრალმა მძღოლმა შეიწირა და ისგამოუშვეს, იმიტომ რომ გავლენიანი მეგობრები ჰყავს! 

რას ვაკეთებთ ჩვენ?! სახლში ვზივართ თბილად! ვაძლევთ უფლებას მკვლელს, რომთავისუფლად იაროს და სიცოცხლით დატკბეს, მაშინ, როცა სხვას ეს სიცოცხლე თავისიამაზრზენი ღორობის გამო წაართვა! ეს ჩვენი ბრალია! ჩვენი უპასხისმგებლობის დაგულგრილობის ბრალია! მკველელები ჩვენ ვართ! ისინი ვინც ამდენი წელი ვითმენთჩუმად ამ ყველაფერს და საკუთარი ცხვირის იქეთ არაფერი გვაინტერესებს! უარესისღირსი ერი ვართ!

მკვლელების, მოღალატეების, კორუმპირებულების და უბრალოდ გაუნათლებელიპირუტყვებისგან შემდგარი მთავრობის ღირსი კი არა, ამაზე უარესის ღირსები ვართ! რისუფლებასაც ვაძლევთ ზუსტად იმას გვიკეთებენ და საერთოდაც არ ეშინიათ შედეგების! ჩვენ ხომ ლაჩრების და უსაქმურების ერი გავხდით, ის დიდი ერი, რომელიც ვიყავითაღარ არსებობს! ერი რომელიც ვერც თურქებმა, ვერც მონღოლებმა და ვერც რუსებმავერ მოტეხეს საბოლოო ჯამში ისევ თავისიანებმა მოტეხეს, გააპარტახეს, სულშიჩაგვაფურთხეს და ჩვენ გავჩუმდით! მტერმა ისევ ჩვენიანის ხელით წაგვართვა ღირსებადა ჩვენ გავჩუმდით, რადგან ერი ვართ, რომელსაც განვადებით გამოტანილი ”შმოტკა”, განვადებით გაკეთებული სპეც მანქანის ნომერი და ”პონტში” სიგარეტის მოწევა უფროაღელვებს, ვიდრე ნამდვილი ღირებულებები. ადამიანობა აღარ გვაქვს! სწორედ იმისღირსები ვართ რასაც გვიკეთებენ და უარესს დაიწყებენ მალე, ჩვენ ხომ მაინც ის ერივართ, რომელსაც საკუთარი კარის იქეთ არაფერი არ აღელვებს! 

გულნატკენი ვარ, უიმედოდ ვარ დარჩენილი. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემიხალხი, მაგრამ აღარაფერი გვეშველება!  ერთმანეთს გვერდში აღარ ვუდგავართ! სხვისიუბედურება წამითაც კი აღარ გვაღელვებს! არაფერი აღარ გვაღელვებს! წადით ახლა დაჩაიცვით თქვენი განვადებით გმოტანილი ”შმოტკა”, დაჯექით თქვენს გაზზე გადაყვანილჯიპებში, მიდით ”პონტის” კაფეში, შეუკვეთეთ მხოლოდ ის რისი ფულიც გაქვთსუნამდვილეში და ყავასა და სიგარეტზე განიხილეთ ეს თუ სხვა სტატუსი. არ ადგეთ და არგამოხვიდეთ არასდროს სამართლიანიბის მხარდასაჭერად! 

ვაი რომ არ ვარ სამშობლოში და წასული ვარ რადგან მეც უნდა ვიმუშაო და ჩემისაყვარელი და მრავალრიცხოვანი ოჯახი გამოვკვებო, თორე რა გამაჩერებდა სახლში!  მე არავის იმედი აღარ მაქვს! მე მეგონა ჯერ კიდევ არ გადავგვარებულვართ! მეგონარუსეთს ჯერ არ დავუმარცხებივართ! თურმე უკვე დაგვამარცხა და თანაც ისევ ჩვენიანსჩაასობინა ლახვარი ზურგში!

ლოცვის გარდა არაფერი დამრჩენია! უფალო შენ უშველე საქართველოს და დაიფარე ჩვენი უღირსი ერი საკუთარი ხელით მიყენებული სასიკვდილო დარტყმისგან!!!“ – წერს რაჭველიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge