png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

NASA-მ დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა აღმოაჩინა

  • ეს საინტერესოა
  • 23.02.2017
  • 09:50
NASA-მ დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა აღმოაჩინა

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) 40 სინათლის წლით დაშორებულ სისტემაში, დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა აღმოაჩინა. სამმართველოს განცხადებით, შვიდივე პლანეტას დედამიწის მსგავსი ან მასზე ნაკლები მასა აქვს.

მეცნიერების თანახმად, ტემპერატურა ამ პლანეტებზე საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს, რადგან პლანეტები სიცოცხლისთვის საუკეთესო ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე არიან, რომ იქ თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი.

აღმოჩენილი პლანეტების ორბიტები მცირე ზომის, ულტრა-ცივი (ტემპერატურის მიხედვით) ვარსკვლავის გარშემოა. ვარსკვლავს „ტრეპისტ-1“ ეწოდება.

ის სხვა ჯუჯა ვარსკვლავს, „პროქსიმა ცენტავრს“ ჰგავს, რომელიც დედამიწიდან სულ 4.2 სინათლის წლით არის დაშორებული. გასულ წელს მეცნიერებმა მის ორბიტაზე, ასევე სიცოცხლისთვის შესაფერის ზონაში, დედამიწის მსგავსი პლანეტა, სახელად „პროქსიმა ბი“ აღმოაჩინეს.

გასულ წელს, ასტრონომებს დედამიწის ზომის სამი პლანეტა უკვე აღმოჩენილი ჰქონდათ. ის პლანეტები ეგრეთწოდებულ „ტრანზიტებზე“ დაკვირვებით აღმოაჩინეს. „ტრანზიტის“ დროს პლანეტა მზის წინ გაივლის და მის ნათებას ამცირებს.

ამიტომ მკვლევარებმა გადაწყვიტეს ვარსკვლავს თვეების განმავლობაში დაკვირვებოდნენ. მათი მუშაობის შედეგად, კიდევ ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს. მეცნიერთა მტკიცებით, შესაძლოა ყოველ მათგანს ზედაპირზე, პოტენციურად თხევადი წყალი ჰქონდეს.

მკვლევარები ამბობენ, რომ პლანეტები დაახლოებით დედამიწის და ვენერის ზომისაა, მაგრამ ჩვენს მზის სისტემასთან მსგავსება ამით მთავრდება. მათი თქმით, „ტრეპისტ-1“-თან რაც არის დაკავშირებული, ყველაფერი მცირე ზომისაა, ვარსკვლავის ჩათვლით. ზომით, ის დაახლოებით ჩვენი მზის 8 პროცენტია და მზის სისტემის უდიდეს პლანეტა, იუპიტერზე ოდნავ დიდია. ამიტომ როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენი სისტემისგან განსხვავებით, შვიდივე პლანეტა ბევრად უფრო ახლო ორბიტაზე მოძრაობს.

აღმოჩენა, რომლის შესახებაც მეცნიერები საუბრობენ, მხოლოდ დასაწყისია.  2018 წელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი  ორბიტაზე გავა და “ტრეპისტ-1“-ის გარშემო მოძრავი პლანეტების უფრო მკაფიო სურათის მოპოვებას შეძლებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge