png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ქვესტები ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს

  • ეს საინტერესოა
  • 30.05.2017
  • 16:30
ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ქვესტები ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს

თბილისში, რამოდენიმე თვეა წარმატებით ფუნქციონირებს საერთაშორისო კომპანია ბრეინ დრეინი (Brain Drain). ინოვაციური გართობის სერვის-კომპანია  ქართველ მომხმარებელებს დასვენების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს,რაც თავის მხრივ სრულიად ახალი სიტყვაა გართობის ინდუსტრიაში.  ამ ეტაპზე თბილისის ოფისში 5 სხვადასხვა ქვესტების ოთახი ფუნქციონირებს. არსებული ქვესტები სპეციალურად ბრეინ დრეინისთვისშეიქმნა და მასზე ქართველიახალგაზრდების გუნდი მუშაობდა. გარდა იმისია, რომ ქვესტების პროგრამული ნაწილი მათ მიერაა შედგენილი, სათამაშო ოთახებისთვის საჭირო აღჭურვილობაც საქართველოში იწარმოება.

ნოვატორული ბიზნეს პროექტი ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებით მუშაობსრამოდენიმე ქალაქში. სულ მალე ბრეინ დრეინის ქსელს კიდევ ერთი ოფისი შეემატება ქალაქ ბოსტონში და ჯამში ზაფხულში ბრეინ დრეინის 13 ქვესტი იქნება აქტიური.  კომპანიის ახალი ლოკაცია ამჯერადაც ქართველი ახალგაზრდების მიერ შედგენილი სათამაშო პროგრამითა და საქართველოში წარმოებული ტექნიკით აღიჭურვება.

„ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, როდესაც ასეთ პროექტზე  ქართველი ინტელექტუალები გვყავს დასაქმებული. ბრეინ დრეინის გუნდი უკვე მეორე წელიაამ კონკრეტული მიმართულებით მუშაობს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ქართულ ბიზნესში პროგრამული უზრუველყოფა, აღჭურვა და ტექნიკური მომარაგებაც საქართველოდან ხორციელდება. რასაკვირველია ამ მხრივ გვეამაყება კიდეც, რომ ამერიკის რამოდნიმე ქალაქში სწორედ ქართველების მიერ შედგენილი ქვესტებს ითამაშებენ“. -განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ნატა კამენსკაია-ლემონჯავამ.

ჩიკაგოსა და ბოსტონში მიმიდნარე წლიდან  8 სათამაში ქვესტი ამოქმედდება და ჯამში ბრეინ დრენი მსოფლიოს მასშტაბით 13 სხვადასხვა სათამაშო ქვესტს შესთავაზებს ვიზიტორებს.

კომპანია ბრეინ დრეინი თბილისი (Brain Drain) საქართველოს ბაზარზე5 ახალისათამაშოოთახითაა წარმოდგენილი. ასაკობრივი კატეგორია 12-დან 55 წლამდეა. ქვესტების გარდა, კომპანია საკუთარ სივცეში ქართველ მომხამრებელს წვეულებების დაგეგმვასაც სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ბაზრისთვის სიახლეა, კომპანიის სერვისი უკვე აქტუალური გახდა ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას განტვირთვისა და გართობის პოპულარულ მოდელს ირჩევენ. კომპანია კი სულ მალე ისეთი მომსახურების დამატებასაც გეგმავს, რომლის თამაშიც მხოლოდ საქართველოში იქნება შესაძლებელი. ამით ბრეინ დრეინი (Brain Drain) არამხოლოდ თბილისელების ალტერნატიული გართობის ნოვატორი იქნება, არამედ ხელს შეუწყობს „ქვესტების“ მოყვარულ ტურისტთა მოზიდვასაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge