png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 05.11.2015
  • 18:10
ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

5 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. საქართველოს მხრიდან კომისიას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ლიტვის მხრიდან კი - ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევლადას გუსტასი.

კომისიის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

სხდომაზე ხელი მოეწერა საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის ოქმს.

კომისიის ფარგლებში, მისმა თანათავმჯდომარეებმა კომისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთარების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და სხვა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ლიტვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. „კონკრეტული საკითხები, რომლებიც იყო განხილული და შეთანხმებები, რომლებიც იყო მიღწეული, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და ინვესტიციებზე, როგორც საქართველოში, ისე ლიტვაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიტვის ეკონომიკის მინისტრის, ევლადას გუსტასის განცხადებით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომაზე განსახილველი საკითხების რაოდენობა გაიზრდება.

სხდომის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის შემდეგი სხდომა 2016 წელს თბილისში გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge