png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ ევროკავშირი უარს იტყვის თავის რიგებში თურქეთის მიღებაზე, ანკარაში შვებით ამოისუნთქავენ - ერდოღანი

  • მსოფლიო
  • 12.07.2017
  • 13:04
თუ ევროკავშირი უარს იტყვის თავის რიგებში თურქეთის მიღებაზე, ანკარაში შვებით ამოისუნთქავენ - ერდოღანი

თუ ევროკავშირი უარს იტყვის თავის რიგებში თურქეთის მიღებაზე, ანკარაში შვებით ამოისუნთქავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ არამხოლოდ არ გვიწვევნ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, არამედ დროსაც ტყუილად გვაკარგვინებენ. ასეთია საქმის რეალური ვითარება... თუ ევროკავშირში იტყვიან, რომ ისინი თურქეთს თავის რიგებში არ მიიღებენ, მაშინ ჩვენ შვებით ამოვისუნთქავთ და დავიწყებთ ალტერნატიული გეგმების რეალიზებას“, - განაცხადა ერდოღანმა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, თურქეთის მოქალაქეების უმეტესობას ევროკავშირში შესვლა არ სურს და ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობას არაგულწრფელად მიიჩნევს.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობს შემდეგ დაიძაბა. ევროკავშირმა თურქეთის ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, დაპატიმრებები და სხვა ღონისძიებები მკაცრად გააკრიტიკა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირსა და ევროკომისიას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანკარასთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, თუ ხელისუფელბა საკონსტიტუციო რეფორმაში სათანადო ცვლილებებს არ შეიტანს.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge