png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

#არაოკუპაციას, შევაჩეროთ ეს სისასტიკე - ნინო სურგულაძე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

  • ეს საინტერესოა
  • 12.07.2017
  • 18:08
#არაოკუპაციას, შევაჩეროთ ეს სისასტიკე - ნინო სურგულაძე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მცოცავი ოკუპაციის შესახებ მიმართვას ავრცელებს. 

ნინო სურგულაძე საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ მოუწოდებს.

ის რუს კოლეგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე.

”მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც ომისა და მშვიდობის მიმართ მგრძნობელობას არასოდეს დაკარგავს. რომელმაც იცის თავისი ისტორიული მეხსიერების ფასი და პატივს მიაგებს სხვათა ეროვნულ ღირსებას. ამიტომ შეუძლებელია დუმილით ვუცქირო იმ პროცესებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლივ ტრიალებს და რომელსაც პოლიტიკას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს ყველაფერი ზოგადადამიანურ ტკივილს უკავშირდება. უკვე წლებია ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობ, ადამიანებს შევუმსუბუქო სოციალური ყოფა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სიკეთე უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ადამიანები საშობლოსთან ერთად კარგავენ ადამიანის უფლებებს და რჩებიან იმ სივრცეში, სადაც ისინი არავის აინტერებს. ძალიან მინდა, ამ დროს ჩემთან მხოლოდ ხელოვანები კი არა, პოლიტიკოსებიც იყვნენ, რადგან კაცობრიობის სინდისად აღიარებულ კულტურას აუცილებლად ჭირდება მათი რეალური მხარდაჭერა. 

მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიო ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფრო ქმედითი ღონისძიებებისაკენ. მსოფლიო არ შეიძლება დარჩეს გულგრილი ამ პროცესების მიმართ.

მე არ ვიცი, რას განიცდიან დიდი პოლიტიკის შემოქმედნი, როცა მავთუხლართებით აძევებენ ადამიანებს საკუთარი წარსულიდან და მშობლიური სახლებიდან, მაგრამ მე ვიცი, რას განიცდიან ისინი და ვწუხვარ ჩემი უმწეობის გამო. ჩვენ - ხელოვანებს შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ, დავეხმაროთ მატერიალურად, მაგრამ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს სისასტიკე. ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. 

და ბოლოს მივმართავ ჩემს რუს კოლეგებს, არაფრის და არავის ფასად არ ღირს ისტორიული დანაშაულის მიმართ სიჩუმე, ჩვენი გაყოფა აფხაზ და ოს ძმებთან მავთულხლართებით შეუძლებელია, საქართველო არასოდეს შეეგუება ამ რეალობას. რადგან ისტორიული სამართლიანობა დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აღდგება და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ მისი მონაწილე. პატივისცემით ნინო სურგულაძე. მეცო- სოპრანო. ახალი ზელანდია, 12 ივლისი #არაოკუპაციას”, - წერს ნინო სურგულაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge