png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარია - სააქციო საზოგადოება ,,ბავშვთა სამყარო”

  • სამართალი
  • 28.07.2017
  • 10:55
გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარია - სააქციო საზოგადოება ,,ბავშვთა სამყარო”

გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარია, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყარო”-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მთავარი პროკურატურის მიღებული გადაწყვეტილებით, "ბაშვთა სამყაროს" აქციონერები შეშფოთებულები არიან.

მათი თქმით, გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. 

“ბავშვთა სამყაროს აქციონერები შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომლის თანამშრომლებმაც დააკავეს სააქციო საზოგადოების დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე. გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. გიორგი მაჭავარიანი არის პირადად ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მთავარი პროკურორის დაპირებების ტყვე. საქმის მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა სადაც წერია, რომ ბავშვთა სამყაროში დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, რომ ხანძარი გაჩენილია გარე ძალის ზემოქმედების შედეგად. ხანძრის გაჩენამდე თბილისის მერიის რეკომენდაციის საფუძველზე, შენობაში ჩატარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობის სამუშაოები და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყო. გამოძიების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან, ჩატარდა ექსპერტიზა რომელმაც ჩვენი შენობა შეაფასა 19 მილიონ ლარად, მაშინ როცა სულ რაღაც 6 მილიონ ლარს შეადგენს სადაზღვეო კომპანიის მხრიდან ჩვენს მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაცია. 93 აქციონერს, რომელთა შორისაც არიან ადამიანები რომლებსაც გარდა უძრავი ქონებისა, საწყობებში დაეწვათ ასიათასობით ლარის პროდუქცია, რაშინ უნდა დასჭირვებოდათ ხანძრის გაჩენა. როგორც ჩანს გარდა კვალიფიციური გამოძიებისა ზოგ ზოგიერთებმა, არც ელემენტარული მათემატიკა იციან. ბავშვთა სამყაროს აქციონერები არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები ამ ხანძრის გამო, რადგან დაგვწევა პროდუქცია რომლის ღირებულებაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარს აჭარბებდა,(რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებით დოკუმენტალურად) ასევე გაგვინადგურდა უძრავი ქონება. ამ დროს კი ადამიანები, ჩვენი მოიჯარეები რომლებიც 5-6 კვ.მ ფართებში ვაჭრობდნენ, არ ედგათ სალარო აპარატები რადგან მათი ნავაჭრი იმდენად მცირე იყო რომ არ საჭიროებდა ამას, ამბობენ რომ მათ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ათი ათასობით ლარის კომპენსაცია. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტალური მტკიცებულება, მათი ზარალის შესახებ, ყოველთვიურ ბრუნვებზე და ითხოვენ არარეალურ კომპენსაციებს სახელმწიფოსგან. მათ როდესაც მიიღეს 3 ათას ლარიანი კომპენსაციები სახელმწიფოსგან, ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედად მყოფებს არც ეს თანხა აგვიღია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ სადაზღვეო თანხას მივიღებდით. ამ ფონზე ეს ადამიანები სისტემატიურად აწყობდნენ აქციებს მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, დაახლოებით 1 თვის წინ მთავარი პროკურორი შეხვდა აქციის მონაწილეებს და დაპირდა რომ საქმეზე გამოვლინდებოდნენ დამნაშავეები. მას შემდეგ რაც გავიდა შოთაძის მიერ დათქმული დრო და ვერ მოხდა დამნაშავეების გამოკვეთა და დაკავება, ბავშვთა სამყაროს მოიჯარეებმა პროკურატურასთან შოთაძის გადადგომის მოთხოვნით დაიწყეს შიმშილობა. ამ ფაქტიდან მესამე დღეს, პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია ჩავატარეთ აქციონერებმა, სადაც გამოძიებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა გიორგი მაჭავრიანმა. ის ითხოვდა კონკრეტული პირების დაკავებას, ობიექტურ და დროულ გამოძიებას. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს გიორგი მაჭავარიანი. დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი მაჭავარიანი, ირაკლი შოთაძემ დააკავა ერთადერთი მიზნით, რომ შეწყდეს შოთაძის წინააღმდეგ პროკურატურასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია. კატეგორიულად ვაფრთხილებთ მთავარ პროკურორს: დავიწყებთ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით უწყვეტ აქციებს, არამხოლოდ მთავარ პროკურატურასთან არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასრულდა პირადი პატიმრების დრო, მაგრამ როგორც ჩანს შანტაჟს აყოლილმა, არაკვალიფიციურმა მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა უდანაშაულო ადამიანების დაკავებით საკუთარი თავის გადარჩენა. ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული და იმაზე ბევრად მძიმე ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. არ ვაპირებთ, მივატოვოთ ადამიანი რომელიც არის უდანაშაულო, ირაკლი შოთაძის დაპირებების მსხვერპლი და მთავარი პროკურორის პირადი პატიმარი “, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge