png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

  • სამართალი
  • 06.09.2017
  • 11:40
 გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

საიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2017 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ფემიციდის საქმე გაგზავნა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

"ბ. ძ. 2004 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ო.შ.-სთან და ცხოვრობდა ქ. რუსთავში. ვინაიდან ო.შ. სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, 2013 წლის სექტემბერიდან ბ.ძ. შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ო.შ.-მ განაგრძო მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის კულმინაცია გახდა 2014 წლის 6 მარტს ბ.ძ.-ს მკვლელობა.

მკვლელობამდე ბ.ძ.-ს 4-ჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის (ბოლო შემთხვევაში მკვლელობამდე 4 დღით ადრე) და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას. ამის მიუხედავად, პოლიციამ და პროკურატურამ არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული რეაგირება ბ.ძ.-ს სიცოცხლის დასაცავად. ო.შ.-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში (სსკ 108-ე მუხლი) და მიესაჯა მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი (7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა).

საია CEDAW-ში ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დისკრიმინაცია ბ.ძ.-ს მიმართ, რადგან: ა) ვერ დაიცვა ბ.ძ.-ს სიცოცხლე; ბ) ვერ დაიცვა ბ.ძ. არაადამიანური მოპყრობისგან; გ) არ გამოიძია ბ.ძ.-ს სიცოცხლის მოსპობა, როგორც გენდერული დანაშული; დ) ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და დაქვემდებარების აღმოფხვრა, რაც ბ.ძ.-ს მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

საიას ეს საქმე ფემიციდის თაობაზე პირველი კომუნიკაციაა, რომელსაც CEDAW საქართველოსთან მიმართებით განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge