png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

  • სამართალი
  • 09.10.2017
  • 10:55
 სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობაში ბრალდებული, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შ.მ.-მ სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს.-მ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა მას და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. ნ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით ნ.ს.-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდა,  მიუხედავად ამისა იგი 17 მარტს „მიცუბიში პაჯერო იო“-ს მარკის ავტომანქანას მართავდა.

სამართალდამცველებმა ნ.ს. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით   (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge