png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 11.10.2017
  • 16:20
 ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

"საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზისდიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ. ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა ჰიპოტენზი-არტერიული წნევის ვარდნის გამო. ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბმკლავის ჩადგმა, არ გადაამოწმა სისხლის უკუდენების შემოწმებით ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა ინფუზიურითერაპია. აღნიშნული მანიპულაციით, დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულ-მკერდის არტერია, რამაც ინტრაპრევლარული სისხლდენა გამოიწვია და განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ხოლო ჰემორაგიული სითხე დაახლოებით 4 ლიტრის ოდენობით, ფილტვის პლევრაში ჩაიღვარა.  ბრალდებული ექიმი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მდგომარეობის გამოსწორებას, რის გამოც, 6 საათის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა გაწეული დროული და ადექვატური ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. 

სასამართლომ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებების,  პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლის შედეგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ბრალდებული ვახტანგ ა.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო დაეყრდნო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც პაციენტის სიკვდილის მიზეზი  დაზიანებული სისხლძარღვებიდანინტრაპრევრალური სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა გახდა. კლინიკაში სწორი, დროული და ადექვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, 44 წლის ქალის სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო.  სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე  დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge