png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 13.11.2015
  • 13:15
თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციას აღდგენა-შენარჩუნების გეგმის მიხედვით ახორციელებს. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ინტენსიურ რეჟიმში მიმდენარეობს.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესი განხორციელდება. 

„ჩვენ ვახორციელებთ 35 სახლის გამაგრებას, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას. დეკემბრამდე დასრულდება სამუშაოების პირველი ეტაპი და ამის შემდეგ დაიწყება სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

გუდიაშვილის მოედნის  არეალში ფონდმა უკვე აქტიურად დაიწყო ავარიული სახლების გამაგრება. 35 სახლიდან 11 მისამართზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბეგლარ ახოსპირელის ქ.N4, N7, ახოსპირელის III ჩიხი N2/1, N1/2, N1/3 , გუდიაშვილის მოედანი N6/1, N7/2, ლერმონტოვის ქ. N2, ახოსპირელის I  ჩიხი N3,  N8/7 და ახოსპირელის II ჩიხი N3.

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის აღდგენა-შენარჩუნების (კონსერვაციის) გეგმას დეკემბრის დასაწყისში წარმოადგენს. გეგმა მოიცავს ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის  ისტორიულ-კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას. დოკუმენტის მიხდვით შეიქმნება არქიტექტურული პროექტები გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge