png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა

  • სამართალი
  • 25.10.2017
  • 14:34
იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღმსარებლობისა და რწმენის გამო, ძალადობით ჩადენილ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ბრალდებულ ბ. ბ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 3 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

,,ბ. ბ.-ს ბრალად ედება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, აღმსარებლობისა და რწმენის გამო ადამიანის დევნა და ძალადობით ადამიანის დევნა.(2 ეპიზოდი)

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში, იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოთხოვა. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი. ერთი თვის შემდეგ, შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულის შემდგომი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა - გირაო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge