png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

,,მინიმუმ, მშიერი მაინც არ მოვკლათ, სიკვდილამდე უნდა დაფასდეს ხელოვანი'' - მამა პეტრე ეკა კვალიაშვილზე

  • ეს საინტერესოა
  • 31.10.2017
  • 11:35
,,მინიმუმ, მშიერი მაინც არ მოვკლათ, სიკვდილამდე უნდა დაფასდეს ხელოვანი'' - მამა პეტრე ეკა კვალიაშვილზე

მამა პეტრე მომღერალ ეკა კვალიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეს მშვენიერი ქალბატონი ეკა კვალიაშვილია... ალბათ, ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ გამორჩეული და უნიჭიერესი შემოქმედია... 

არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ეკა ნამდვილი, ხარისხიანი, ეპოქალური, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია... ამაყი ვარ, რომ ჩვენ რეალობაში იშვა, მაგრამ ნერვებიც მეშლება, რადგან ჩვენ სინამდვილეშია და ვერ ვუფრთხილდებით... უმძიმეს დაავადებასთან ერთად, მისი ყოფითი მდგომარეობაც არანაკლებ მძიმეა... ის რომ ევროპაში, ან შტატებში მოღვაწეობდეს, ყველას ემახსოვრებოდა... რისი ბრალია?! იქნებ იმის, რომ გემოვნების დეფიციტს განვიცდით... ან იქნებ ეკას ბრალიც არის, უფრო მძაფრად რომ არ გვახსენებს თავს. თუმცა, ნამდვილი ნიჭიერება არ ყვირის, მას შემჩნევა უნდა. ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ... 

მრცხვენია, ძალიან მრცხვენია, რომ ასე ხდება... თუ ხელისუფლება უძლურია, ჩვენ გავძლიერდეთ, მივცეთ მოტივაცია, ამ საოცარ მომღერალს, რომ დადგეს სცენაზე და დაგვიბრუნოს მივიწყებული ხარისხი... 

სიკვდილამდე უნდა დაფასდეს ხელოვანი... სიკვდილის მერე ნუგეში, მიცვალებულზე გვირგვინივით იქნება...

დღეს მომინდა შევხმიანებოდი და აღმოჩნდა, რომ მობილურიც არ ჰქონია...
უცხოელების ჩამოსაყვანად ათასობით, მილიონობით ლარი იხარჯება. არ ვამბობ, რომ ცუდია ასეთი ფაქტები. ოღონდ ჯერ ჩვენი დავაფასოთ... როგორც მინიმუმ, მშიერი მაინც არ მოვკლათ... ეჰ, ჩემო ეკა, ჯერ კიდევ როდის იმღერე, ,,ღარიბი და მოწყენილი, ვის რათ უნდა"?!

მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ გვინდა, გვჭირდება და გვიყვარს, ეკა...", - წერს მამა პეტრე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge